მეორე კლასის მასწავლებლების ტრენინგი "შებრუნებული საკლასო ოთახი"
ტრენინგი მიზნად ისახავს ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს დანერგვასა და განხორციელებაში მასწავლებელთა ხელშეწყობას. ტრენინგი 20 საათისგან შედგება და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
21-ე საუკუნის განათლება
- რა არის შებრუნებული საკლასო ოთახი და მისი უპირატეობები
- შებრუნებული საკლასო ოთახის მოდულის დანერგვა
- ედმოდო - საგანმანათლებლო სოციალური ქსელი
- სასწავლო ვიდეოს შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში
- ელექტრონული წიგნების შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში
ტრენინგის მიმდინარეობისას, მასწავლებელი, შერჩეული თემის ირგვლივ:
- საზღვრავს სასწავლო ამოცანებს და მიზნებს
- ადგენს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან (საგნის სტანდარტთან)
- საზღვრავს რა შედეგზე გავლენ მოსწავლეები მოცემული გაკვეთილის შემდეგ
- აღწერს გაკვეთიის მიმდინარეობას ტექსტურ რედაქტორში
ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, სასწავლო წლის განმავლობაში ტრენერი თითოეულ მასწავლებელთან გეგმავს ინდივიდუალურ კონსულტაციებს და მასთან ერთად ატარებს ერთობლივ გაკვეთილს.
21-ე საუკუნის განათლება
No comments:
Post a Comment